воскресенье, 4 июня 2023 г.

Suggestions For Choosing a Actual physical Therapist

 Acquiring the appropriate physical therapist can place you on The trail to lowering pain and restoring your mobility pursuing an injury, incident, surgical procedure or ailment.



Use these tips to search out the right Actual physical therapist to your health and fitness wants.

Younger female physical therapist helping senior female affected person
Ask for a Referral
You might not require a referral from a Main treatment doctor, however , you can talk to your doctor for the recommendation to the Actual physical therapist or facility. It's also possible to request loved ones, buddies and coworkers for tips.



Go with a Hassle-free Locale
If you can be looking at a physical therapist usually, go with a place that is certainly near your own home or place of work. This will make it less complicated so that you can maintain your appointments and go on your treatment.

Verify Offered Methods
If you need a specific form of rehabilitation, which include aquatic therapy or particular adaptive gear, get in touch with to be certain the Bodily therapy area you’re enthusiastic about gives Individuals companies. It’s also a smart idea to check if selected areas provide specialised plans particular to your preferences, including stroke rehabilitation or hand therapy programs.

Evaluate the Physical Therapist's Working experience
Question how many clients the physical therapist has worked with who have your certain affliction. The greater expertise they may have the greater your outcomes will very likely be. Make sure They're licensed and Verify to view if they have got any advanced certifications or credentialing. Samples of Highly developed coaching certifications consist of OCS (orthopedic certified professional), SCS (athletics Licensed specialist) and WCS (Women of all ages's health and fitness Accredited specialist).

Evaluate Your Compatibility
A physical therapist should be your husband or wife in serving to you do well. Discover anyone with whom you may have excellent rapport and a chance to openly converse. Should you working experience ache or irritation in the course of an training, you ought to experience comfy alerting your Bodily therapist.

Determine what Your Insurance coverage Covers
Verify your overall health approach to ascertain the particular facts within your protection so that you can pay back the the very least out-of-pocket charges. Contain the Bodily therapist’s Business office verify acceptance of one's specific plan.

четверг, 8 октября 2015 г.

გეოგრაფიულ გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედება

   ბუნებაზე ადამიანთა საზოგადოების ზემოქმედების მასშტაბები თანამედროვე პერიოდში გიგანტურია, რის გამოც დღითი-დღე მცირდება ბუნებრივი ლანდშაფტები. სოციალურად ორგანიზებული ადამიანის წარმოშობასთან ერთად, წარმოიქმნა ბუნებრივი გარემოს გარდამქმნელი ახალი ფაქტორი  მსოფლიო წარმოების ენერგია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ყოველ 14-15 წწ-ში სიმძლავრის გაორმაგების ტენდენცია. უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე სახნავი მიწების ფართობი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა, შესაბამისად, ტყეების ფართობი ორჯერ შემცირდა.
ადამიანმა აითვისა და ამუშავებს დედამიწის ზედაპირის 56%-ს (სახნავ-სათესები, ბაღები, ვენახები, სათიბ-საძოვრები, გზები, სამთო-გამონამუშევრები, ექსპლოატირებული ტყეები, დასახლებული ტერიტორიები და სხვ.),

   გამოიყენებს მდინარის წყლის 15% -ს და 50%-ტყის რესურსს, არღვევს და მწყობრიდან გამოჰყავს (სამშენებლო და სამთოსაექსპლოატაციო სამუშაოებით) უზარმაზარი (4ათ.კმ3 წწ.) მოცულობის  ნიადაგი და ამგები ქანი. ადამიანის სამეურნეო მოღვაწეობით ყოველწლიურად მიწის წიაღიდან ამოდის 100 მრდ ტ მადანი, საწვავი ნედლეული და სამშენებლო მასალა; იხარჯება 8 მრდ ტონა სათბობი, გროვდება 600 მრდ ტონა სამრეწველო-საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რომელიც გეოგრაფიულ გარემოში გადანაწილდება. ასევე ბინძურდება ატმოსფერო წწ-ში 20 მრდ ტ  ჩO2-ით  და  1 მრდ ტ-ზე მეტი სხვა შენაერთებით.

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანი გვევლინება დედამიწის ზედაპირის გარდამქმნელ გლობალურ ძალად, რომელიც პირდაპირი და ირიბი გზით, არსებით გავლენას ახდენს ბუნებრივ გარემოში მიმდინარე  პროცესებზე.
დედამიწის გეოგრაფიულ გარსში, მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული, ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნება, გარკვეულწილად დამოკიდებულია მეურნეობის ტერიტორიული დაგეგმარების სამომავლო ორგანიზაციაზე, რისთვისაც აუცილებელია ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ფორმებისა და მასშტაბების, ბუნებრივი და ანთროპოგენური გეოსისტემების პოტენციური უნარის თანაფარდობის რეგულირება, იმ ნეგატიური შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, რომელიც თან ახლავს ამ ზემოქმედებას.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არ შეიძლება ადამიანის ფაქტორი, ბუნე-ბაზე ზემოქმედებისას, მხოლოდ უარყოფითი ნიშნით იქნას განხილული. ცნობილია, რომ ბუნებრივი გარემოს გონივრული ათვისების და სწორი გამოყენების შედეგად, იზრდება კიდეც მისი სამეურნეო პოტენციალი. ეს შეეხება პირველ რიგში ადამიანის სამიწათმოქმედო საქმიანობას, როცა ის აწარმოებს მაღალპროდუქტიული მცენარეულობის კულტივირებას, ამაღლებს მოსავლიანობას და ა.შ.
ადამიანთა საზოგადოების ბუნებაზე ზემოქმედებისას წარმოიქმნება ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ახალი ნაირსახეობა-ანთროპოგენური ლანდშაფტები, რომელთაც ამჟამად უჭირავთ მთელი დედამიწის ხმელეთოვანი ნაწილის ნახევარზე მეტი. ის წარმოიშვა ადამიანთა საზოგადოებასთან ერთად და იარსებებს მანამ, სანამ იქნება კაცობრიობა. ამიტომაც, ანთროპოგენური ლანდშაფტების არსის, მისი თავისებურებების, განვითარების კანონზომიერებებისა და ტენდენციების, პროდუქტულობის; ასევე გარეგანი ზემოქმედების მიმართ მდგრადობის, მისი პოტენციური შესაძლებლობების და დაცვის საკითხები-გეოგრაფიული მეცნიერების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

   ანთროპოგენური ლანდშაფტების თანამედროვე სივრცით განაწილებაში შეიმჩნევა გარკვეული კანონზომიერება, კერძოდ, საქალაქო და სამთო-სამრეწველო-ტექნოგენური ლანდშაფტები ავიწროებენ და ამცირებენ სასოფლო-სამეურნეო (აგრო) კომპლექსებს, ეს უკანასკნელი თავის მხრივ, ფართოვდება ტყეებისა და საძოვრების შემცირების ხარჯზე  და ა.შ. ტერიტორიის სამეურნეო გამოყენების თითოეული ფორმა იწვევს  ანთროპოგენური ლანდშაფტების განსაკუთრებული კატეგორიის ჩამოყალიბებას. ამასთან, ლანდშაფტები წარმოქმნილნი ერთტიპური გამოყენებით, შესამჩნევად განსხვავდებიან სხვა ტიპის ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ლანდშაფტებისაგან. ძალზე ფართო დიაპაზონით იცვლება ანთროპოგენური ლანდშაფტების გარდაქმნის ხარისხიც. უსაზღვროდ დიდ ფართობზე შეცვალა ადამიანმა მისი სტრუქტურა სასოფლო, სატყეო-სამეურნეო ზემოქმედებით, სამთო სამუშაოებით, ჰიდრონაგებობების მოწყობით, სამრეწველო საწარმოების გაფართოებით, გზათა მშენებლობებით და ურბანიზაციით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შედარებით მცირეა ადამიანის ფაქტორის როლი არიდულ ლანდშაფტებში, პრაქტიკულად ბუნებრივადაა შემორჩენილი მთის ტუნდრა, პოლარული და მაღალმთის უდაბნოები, აგრეთვე ეკვატორული ტყის ზოგი მონაკვეთი და სხვ. თუმცა, იქაც შეინიშნება ადამიანის ექსპანსიის ნიშნები: ცალკეული სამრეწველო კერები და სატრანსპორტო გზები, ასევე ტექნოგენური ნარჩენების პლანეტარული მიგრაციის შედეგები და სხვ.

   ანთროპოგენური ლანდშაფტებისათვის დამახასიათებელია ბიოფილური ქიმიური ელემენტების ცვლისა და წრებრუნვის გარდაქმნა, სითბური ბალანსის დარღვევა, მცენარეულობისა და ცხოველთა სამყაროს სახეობრივი და რაოდენობრივი ცვლილება, ნიადაგური პროცესების ხასიათის ცვლა და სხვ. ამასთან, ანთროპოგენური ლანდშაფტების ტრანსფორმაცია ხდება მნიშვნელოვნად სწრაფად, ვიდრე ბუნებრივი (პირვანდელი) ლანდშაფტების თვითგანვითარება. ეს მიანიშნებს ადამიანებს ერთის მხრივ იმაზე, რომ იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილნი და ყურადღებიანნი არასასურველი ცვლილებების მიმართ, რომელმაც შეიძლება კატასტროფული ხასიათიც მიიღოს და მეორე მხრივ, იძლევა საშუალებას დროის შედარებით მოკლე პერიოდში (ადამიანთა ერთი თაობის) არეგულიროს და გარდაქმნას ის, მაღალპროდუქტიულ კულტურულ სისტემებად.

   ადამიანის ბუნებრივ გარემოში ჩარევამ პირველ რიგში, დაარღვია მისი გეოქიმიური წონასწორობა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, როგორც ქიმიურ ელემენტთა ამოღება წრებრუნვიდან, ისე მათი ტექნოგენური მიგრაცია ბუნებრივ გარემოში. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ადამიანის სამეურნეო ზემოქმედების შედეგად დედამიწის ზედაპირზე ხვდება ქიმიური ელემენტებისა და მისი ნაერთების დიდი რაოდენობა, რომლებიც აქროლადობის შემთხვევაში გადადიან დისპერსულ მდგომარეობაში და ერთვებიან ინტენსიურ მიგრაციაში. ასევე იზრდება მათი სივრცითი მიგრაცია და შერევა სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის პროდუქციასთან. ხშირად, საქალაქო და სამთო-სამრეწველო ლანდშაფტებში შეინიშნება ზოგი ელემენტის მაღალი კონცენტრაცია და წარმოიქმნება არაბუნებრივი შენაერთები. პირველ რიგში, რკინა და მისი ნაერთები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, სინთეზური მასალები, რომლებიც იწვევენ ბუნებრივი გარემოს ქიმიური ბალანსის დარღვევას. ზოგი ელემენტის და მისი შენაერთების ტექნოგენური მინარევები, რომლებიც ხვდებიან ბუნებრივ გარემოში, ხშირად 100-ჯერ აღემატება (ვულკანიზმისა და ამგები ქანების გამოფიტვისას) მათ ბუნებრივ რაოდენობას და აღწევს კოლოსალურ მასშტაბებს.

   ანთროპოგენური ზემოქმედებით გამოწვეული ნივთიერებისა და ენერგიის წრებრუნვის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლის პრობლემა,  შესაძლებელია გადაიჭრას მიგრაციის ხარისხისა და ინტენსივობის, ასევე მისი მიმართულების, ქიმიურ შენაერთთა ბრუნვის სპეციფიკის,  ბუნებაში მისი ,,შენახვის“ ხანგრძლივობის, გარემოს მიერ მათი შთანთქმის უნარის შეფასების და სხვ. საკითხების შესწავლით. ანუ, იმ საზღვრების დადგენით, რომლის იქით მხოლოდ კატასტროფაა. სამრეწველო წარმოების შედეგად გამოყოფილი CO2 -ის  გარკვეული  რაოდენობა ფოტოსინთეზის გზით შთაინთქმევა და სწორედ ამის შედეგად მყარდება, შედარებით ბუნებრივი წონასწორობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, CO2-ის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატებაც კი გავლენას ახდენს ატმოსფეროს რადიაციულ ბალანსზე, (2050 წლისათვის ნავარაუდევია მისი რაოდენობის გაორმაგება), რაც საბოლოოდ იწვევს კლიმატის გლობალურ ცვლილებას, რის საშიშროების წინაშეც კაცობრიობა უკვე დადგა!

   არანაკლებ შემაშფოთებელია, ანთროპოგენური ფაქტორის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად, აზოტის სამრეწველო ფიქსაცია. 92 მლნ ტონა აზოტის შენაერთიდან, ბიოსფეროში ყოველწლიურად ხვდება მისი 1/3 ნაწილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ კვლავ ამ ტემპით გაგრძელდება ადამიანის ჩარევა აზოტის ბუნებრივ წრებრუნვაში, მაშინ ფიქსაციის პროცესები ვერ იქნება მთლიანად გაწონასწორებული დენიტრიფიკაციისა და მისი ატმოსფეროში დაბრუნების პროცე-სებით, ეს კი ძალზე ცუდ შედეგებს გამოიწვევს დედამიწის გეოგრაფიულ გარსში.
   კიდევ ერთი განსაკუთრებული თავისებურება, რომელიც ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედებასთან არის დაკავშირებული, არის ანთროპოგენურ ეკოსისტემებში ენერგეტიკული ბალანსის შეცვლა. ენერგიის გლობალური ბალანსი კი განისაზღვრება ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ატმოსფეროს გაზობრივი შემადგენლობა, ოკეანური და საჰაერო დინებების სისტემა, რადიაციული ბალანსის სიდიდე და ზედაპირის ალბედო. თითოეული ფაქტორის სახეცვლილებაში, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, უდიდესია ანთროპოგენური ზემოქმედების როლი. ასევე, აღსანიშნავია, რომ მთელ დედამიწაზე აღინიშნება სამრეწველო ენერგიის კონცენტრაციის განუწყვეტელი ზრდის ტენდენცია. განსაკუთრებით ძლიერად არის ეს პროცესი გამოხატული სამთო-სამრეწველო და ურბანიზებულ ლანდშაფტებში, სადაც  ენერგიის კონცენტრაციის დონის ისეთი დიდი მაჩვენებელია, რომ ადგილი აქვს მიკროკლიმატის ჩამოყალიბებასაც კი. ენერგეტიკული ბალანსის სასარგებლო ზემოქმედების კოეფიციენტი საშუალოდ შეადგენს 33%, ამიტომ მიღებული სითბოს 2/3 გაიბნევა  ატმოსფეროში,  რაც  შეადგენს  34X1015კკალ/წწ.  ეს  სიდიდე  ჯერ-ჯერობით, 25-ჯერ ნაკლებია დედამიწის მიერ შთანთქმულ მზის რადიაციაზე, თუმცა წლითი წლობით შეინიშნება ენერგიის მოხმარების ზრდის ტენდენცია.
   არანაკლები მნიშვნელობა აქვს ადამიანის მიერ ბუნებაზე ზემოქმედებისას წყლის რეჟიმის რღვევის პრობლემას, რომელსაც ორი ძირითადი ასპექტი გააჩნია: რაოდენობრივი, დაკავშირებული სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო სფეროებიდან ე.წ. ,,დაუბრუნებელი“ წყლის მასასთან და ხარისხობრივი  სუფთა წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო მეურნეობა ყოველწლიურად მოიხმარს 100 მლნ მ3 წყალს, ამავდროულად,  უკან არ ბრუნდება წყლის მარაგის 5%. მიუხედავად იმისა, რომ მდინარეული ჩამონადენის მხოლოდ 13% გამოიყენება, დედამიწის მთელი რიგი რაიონები მტკნარი წყლის ნაკლებობას განიცდის, განუწყვეტლივ იზრდება წყლის დაბინძურების დონე. ამიტომაც, აუცილებლობას წარმოადგენს წყლის რეჟიმის რეგულირება და დაბინძურების წინააღმდეგ მუდმივი ზრუნვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის ზემოქმედებით წარმოქმნილი არასასურველი ეგზოდინამიკური პროცესების (ეროზიული პროცესები, მეორადი დამლაშება და დაჭაობება, დაჭუჭყიანება) პროგნოზირება და ,,კრიტიკულად საშიში“ რაიონების გამოვლენა. ამასთან დაკავშირებით, გამოყოფილ უნდა იქნას მდგრადი და არამდგრადი წონასწორობის არეალები. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ არამდგრადი წონასწორობა ძირითადად იზრდება სიმშრალის ზრდის (ტყის, ტყესტეპის და სავანების ტიპი) და სითბოს შემცირების თანხვდენილად. განსაკუთრებით მაღალია არამდგრადობის მაჩვენებელი მთის ლანდშაფტებში.

   ადამიანის ზემოქმედებით ჩამოყალიბებული მეორადი სისტემები არამდგრადია, პროდუქტიული ბიომასის მუდმივი ცვალებადობის გამოც. ცალკეულ აგროლანდშაფტებში ამ მაჩვენებელმა შეიძლება პროდუცირებული ლანდშაფტური ბიომასის 40-80%-ს მიაღწიოს. ამიტომაც, აუცილებელია მეორადი სისტემების ფუნქციონირებაზე განუწყვეტელი კონტროლი და  ასევე, აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება, მისი მდგრადობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.
როგორც  წესი,  ადამიანის  სამეურნეო  ზემოქმედების შედეგად ადგილი აქვს ლადშაფტების, როგორც მატერიალური სისტემის გაუარესებას (გამარტივებას), ასევე, მისი პროდუქტიულობის ზრდასაც, რასაც იმავდროულად, თან ახლავს მისი სტრუქტურის  სირთულისა და მრავალგვარობის შემცირება, როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით. მატერიალური ბუნებრივი სისტემის გამარტივების ტიპიური მაგალითია მონოკულტურული სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტები. მონოკულტურის მოყვანას, რისი პროდუქტიულობითაც დაინტე-რესებულია ადამიანი, თან ახლავს ლანდშაფტის ერთფეროვნება და მისი ბალანსის გაუარესება (რღვევა). ამგვარად, მეურნეობის მაღალ სპეციალიზაციას საბოლოოდ, მივყევართ ერთფეროვან, ინტენსიურ და კულტურულ, მაგრამ ამავდროულად, არამდგრადი ლანდშაფტების ფორმირებამდე. ამიტომაც, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა – ანთროპოგენური ლანდშაფტების პროდუქტიულობისა და მდგრადობის რეგულირებისა და ადამიანის სამეურნეო საქმიანობას შორის წარმოქმნილი წინააღმდეგობის დაძლევის მექანიზმის შემუშავება.
    ადამიანისა და ბუნების ურთიერთზემოქმედების პროცესში, ერთ-ერთი საინტერესოა რისკის ფაქტორის გათვალისწინება. საზოგადოდ მიღებულია, რომ რისკი ყველა ცოცხალი ორგანიზმის განუ-ყოფელი ნაწილია. ადამიანის ამა თუ იმ არასასურველ ზემოქმედებას კი ყოველთვის თან ახლავს რისკი. როგორია გამოსავალი? არავითარი ზემოქმედება ბუნებაზე! ეს შეუძლებელია, ამიტომ რჩება ერთი გამოსავალი   შესაძლებელი ზემოქმედების ,,რისკის“ შეფასება, რითაც მიიღწევა არასასურველი ფაქტორის გავლენის მინიმიზაცია.

   ეკოლოგიური რისკი დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან, ბუნებრივი რესურსების ამოწურვასა და  სხვა  ბუნებრივ კატაკლიზმებთან. აქედან გამომდინარე, არსებობს ,,რისკის “ ცნების სამი განმარტება
1. რისკი  ალბათობა იმ მოვლენებისა, რომელსაც მოაქვს სოციალური და მატერიალური  ზარალი.  ამ  დროს  რისკისთვის  ხშირად   დამახასიათებელია საშიში სიტუაციის მოულოდნელობა.
2. რისკი  ზარალი  (დანაკარგი)  მიღებული  რომელიმე  კონკრეტული  მოვლენის არაუშუალო ზემოქმედებით.
3. რისკი  რომელიმე მოვლენის უშუალო ზეგავლენით მიღებული ზარალი.
რისკის ცნებასთან ასევე დაკავშირებულია საშიშროებისა და უსაფრთხოების ცნებები. ეკოლოგიური საშიშროება ეს არის გარემოში არასასურველი პროცესების და მოვლენების რეალიზაციის შესაძლებლობა, რომელიც აუარესებს გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობას. ჩვენთვის პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადამიანის და ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოება. მისი რაოდენობრივი შეფასებისას გამოიყენება ,,სკალა“, რომელიც დაყოფილია რისკის ერთეულებად. აღნიშნული სკალის მიხედვით,G ეკოლოგიური უსაფრთხოების გასაშუალებულ ერთეულად მიღებულია ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელი.
უნდა ავღნიშნოთ, რომ გარემოს მონიტორინგის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია ბტკ-ს მოდელირება. ბუნებრივი სისტემების მოდელირებისას კი, უპირველეს ყოვლისა, უნდა მივაღწიოთ ბუნებრივი პროცესების მდგრად განვითარებას. აქვე, საინტერესოა როგორ განვითარებას ვუწოდებთ ,,მდგრადს“. ერთი და იგივე სისტემა შეიძლება იყოს ერთ შემთხვევაში მდგრადი ერთი მოსაზრებით, ხოლო მეორე შემთვევაში  არამდგრადი. მდგრადობა კი ბტკ-ბის ერთ-ერთი ფუნდამენტური ცნებაა. როცა ლაპარაკია ეკოსისტემის მდგრადობაზე, აშკარად თუ შენიღბულად, გულისხმობენ შემდეგს: არსებობს ეკოსისტემა, რომელიც განიცდის ანთროპოგენურ ან ბუნებრივ ზემოქმედებას, რის შედეგაც მისი კომპონენტები, ან პარამეტრები ღებულობენ გარკვეულ მნიშვნელობას (დადებითს, ან უარყოფითს). ეს იმას ნიშნავს, რომ ეკოსისტემის მდგრადობის რაოდენობრივი მახასიათებლების დადგენისას, განსაზღვრულ უნდა იქნას, როგორც ზემოქმედების ხარისხი, ისე ეკოსისტემის პარამეტრების ან კომპონენტების კრიტიკული მნიშვნელობები. ამგვარად, ეკოსისტემის მდგრადობა ზემოქმედების მიმართ, არის მისი უნარი შეინარჩუნოს შინაგანი სტრუქტურული კავშირები და მდგომარეობა, ან გადავიდეს მეორე სახის მდგრად მდგომარეობაში, სხვა სტრუქტურული კავშირებით და მდგომარეობით , როცა სისტემაში იქმნება ისეთი სიტუაცია, რომელმაც შესაძლებელია ის მიიყვანოს არამდგრად  მდგომარეობამდე.  პირველ რიგში აუცილებელია იმ რისკის ოდენობის შეფასება, რომელმაც სისტემა, დროის გარკვეულ პერიოდში, მიიყვანა არამდგრად მდგომარეობამდე. ეს შესაძლებელია მოხდეს ძლიერი ანთროპოგენური ზემოქმედებით, ან მცირე, მაგრამ ხშირი აფეთქებებით; მოდელში ამ შემთხვევაში გათამაშდება რამდენიმე სცენარი და მოხდება სისტემის არამდგრად მდგომარეობაში გადასვლის სავარაუდო შეფასება. ამ ვარაუდის რიცხვითი მნიშვნელობები ახასიათებენ არამდგრადი სისტემის ,,რისკს”. რისკის მართვის ბოლო ეტაპია ეკონომიკური ზარალის შეფასება.
   ამგვარად, გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედებისა და, თვით ანთროპოგენური ლანდშაფტების კომპლექსური კვლევა მოითხოვს ამ სისტემის კლასიფიკაციას და კარტოგრაფირებას, რომელთაც საფუძვლად უნდა დაედოს, სხვადასხვა ბუნებრივ პირობებში, სამეურნეო გამოყენების ფორმების ანალიზი, ანთროპოგენური ლანდშაფტების განვითარების და ცვლილების დონის საკითხები, ასევე, ბუნებრივ ლანდშაფტებსა და მათ ანთროპოგენურ მოდიფიკაციებს შორის კავშირების დადგენა და სხვ. ყველა ამ საკითხს უფრო დეტალურად შრომის მომდევნო თავებში შევეხებით.
ადამიანი, როგორც ფიზიკური არსება ბუნების ნაწილია, იგი ბუნების წიაღშია წარმოშობილი და გაჩენის დღიდან მის მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და, საერთოდ არსებობა უზრუნველყოფილია ბუნებასთან დამყარებული ურთიერთობით. ამის შედეგს წარმოადგენს კაცობრიობის მიერ შექმნილი მთელი მატერიალური და სულიერი ფასეულობა.

   ადამიანის ორგანიზმსა და მიწიერ (ბუნებრივ გარემოს) პირობებს შორის არსებული ფიზიკური ურთიერთდამოკიდებულების გამო, ადამიანთა საზოგადოების მთელი ისტორიული განვითარება და მისი მომავალი აუცილებლად განხილულ უნდა იქნეს პლანეტის ბუნებრივი გარემოს განვითარებასთან განუყოფელ მთლიანობაში.
ბუნებასა და ადამიანთა საზოგადოებას შორის ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების წყალობით ბუნებრივი რესურსების (ბუნებრივი სიმდიდრეების) გამოყენება უფრო და უფრო ფართოვდება და ღრმავდება. შესაბამისად უფრო მასშტაბური ხდებოდა ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ზეწოლა (პრესი) ბუნებრივ გარემოზე და ამის შედეგად ბუნებასა და ადამიანს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო კონფლიქტური ხდებოდა.
გეოგრაფიულ გარსში ადამიანი ეწეოდა ფართო მასშტაბის მრავალმხრივ აღმშენებლობით საქმიანობას, რომელსაც გარკვეულ პერიოდში ჰქონდა ბუნების რაციონალური გარდაქმნის ხასიათი. ამის შედეგად მილიონობით ჰექტარი უნაყოფო, გვალვიანი და დაჭაობებული (ხშირად მალარიით დაავადების კერას რომ წარმოადგენდა) მიწები გარდაიქცა ნაყოფიერ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად. ადამიანის მიერ გამოყვანილი და მოშენებული იქნა ცხოველთა და მცენარეთა მრავალი ახალი ჯიში (სახეობა); მნიშვნელოვან სივრცეზე შეიქმნა გარდაქმნილი ანუ ტრანსფორმირებული (ე. წ. ბუნებრივ-ანთროპოგენური) ლანდშაფტები.
   ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობას (ბუნებათსარგებლობას) სამწუხაროდ აქვს ნეგატიური (ნგრევითი) ხასიათიც, რამაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გლობალური მასშტაბი მიიღო. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის (სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის ეპოქა) წყალობით ადამიანმა შექმნა ბუნებაზე ზემოქმედების მძლავრი საშუალებები. ადამიანის სამეურენო საქმიანობის სფერომ მოიცვა თითქმის მთელი გეოგრაფიული გარსი, რის შედეგადაც ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაში წარმოიქმნა კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ გარემოს განვითარებაში ხანგრძლივ გეოლოგიურ დროში დამყარებულ წონასწორობას და მის მდგრად განვითარებას, ვინაიდან ბუნება (ჰაერისა და წყლის გარსი, ნიადაგურ-მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო) ვეღარ უმკლავდება ანთროპოგენური გაბინძურების მძლავრ ნაკადს.

   დედამიწის ბუნებრივი სიმდიდრეები, რომლებიც წარსულში ითვლებოდა უშრეტად (ულევად), აღმოჩნდა ზღვრული (ლიმიტირებული), რომელსაც ოდენობრივი (მინერალური და ბიოლოგიური რესურსები) და თვისობრივი (ატმოსფეროს ჰაერი და წყალი) გამოლევის საფრთხე ემუქრება, თუკი ბუნებათსარგებლობა ადამიანის საღ გონებას არ დაეფუძვნება.
   ბუნებასა და ადამიანთა საზოგადოებას გააჩნიათ განვითარების საკუთარი კანონები. ადამიანს არ ძალუძს შეცვალოს ბუნების განვითარების კანონები, მაგრამ მათი შეცნობით შეუძლია გეგმაზომიერად მართოს ბუნებრივი პროცესები, გამორიცხოს და უვნებელყოს ბუნებისათვის (და თავად ადამიანისათვის) საზიანო ანთროპოგენური ზემოქმედება. ეს კი თავის მხრივ, გულისხმობს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და ბუნებათსარგებლობის ეფექტიანობის ამაღლებას.
   ბუნებრივი რესურსების არარაციონალურმა მოხმარებამ გამოიწვია ბუნებრივი გარემოს ძლიერი გაბინძურება, რამაც წარმოშვა გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე, რომელმაც თავისი სიმწვავით დაჩრდილა თანამედროვე კაცობრიობის წინაშე მდგარი ყველა პრობლემა, თერმობირთვული კატასტროფის საშიშროების ჩათვლით.
,,ბუნება კი არ საჭიროებს ჩვენგან დაცვას, ეს ჩვენთვისაა აუცილებელი მისი მფარველობა: სუფთა ჰაერი, რომ ვისუნთქოთ, კრისტალური წყალი, რომ დავლიოთ, რომ ვიცოცხლოთ“. ეს სიტყვები ეკუთვნის ცნობილ ეკოლოგ-მეცნიერს ნ. რეიმერსს. ადამიანი, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ბუნების ნაწილია და მისი არსებობა ბუნებასთან ურთიერთობით არის განსაზღვრული და უზრუნველყოფილი. ბუნების მნიშვნელობა ადამიანისათვის მრავალწახნაგოვანია: სარესურსო-ეკონომიკური, შემეცნებითი, გამაჯანსაღებელი, აღმზრდელობითი, ესთეტიკური და სხვ.
ბუნება, მისი რესურსები მატერიალურ და სულიერ ფასეულობათა წარმოების, ნედლეულის, ენერგიის, უშუალო მოხმარების კვების პროდუქტების ერთადერთი წყარო და სასიცოცხლო პირობაა. მსოფლიო ეკონომიკა ხომ მთლიანად დაფუძნებულია ბუნების სარესურსო პოტენციალზე.

   ბუნება მეცნიერული აზრის განვითარების ერთადერთი წყაროცაა. ბუნებას ახასიათებს მისი შემადგენელი ელემენტებისა და მის წიაღში მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების უდიდესი მრავალფეროვნება, რომელთა კვლევისა და შეცნობის შედეგად ჩამოყალიბდა და ყალიბდება მეცნიერების სხვადასხვა დარგი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარების მთელი ისტორიაც ბუნების კანონების თანდათანობითი შეცნობისა და მეცნიერების ახალი და ახალი დარგების ჩამოყალიბების პროცესია. ფილოსოფიური მეცნიერების განვითარება მთელი ისტორიის მანძილზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარებასთან.
დიდი ფრანგი მწერლის, ფილოსოფოსისა და ისტორიკოსის  კ. ვოლტერის სიტყვებით, ,,ბუნების წიგნი“ წარმოადგენს ადამიანის შემეცნების უშრეტ წყაროს, ხოლო გამოჩენილ ინგლისელ მეცნიერს მ. ფარადეის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შესწავლა ტვინის შესანიშნავ სკოლად მიაჩნდა. დიდია ბუნების გამაჯანსაღებელი მნიშვნელობა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სუბტროპიკული, ზომიერი და ნაწილობრივ ტროპიკული სარტყლების თვალწარმტაცი ტყიანი ლანდშაფტები, აგრეთვე პლაჟების ზონა, სადაც ხელსაყრელი პირობებია საკურორტო-რეკრეაციული მეურნეობის განვითარებისათვის. საგულისხმო ფაქტია, რომ მკვლევარების შეფასებით ჩვენს დროში ადამიანის დაავადებათა 80% -ზე მეტი მწვავე ეკოლოგიური სიტუაციის შედეგია.

   ბუნებასთან სიახლოვე კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ადამიანის აღზრდაზე. ბუნების სიყვარული, მისდამი სათუთი მოპყრობა, პლანეტის ,,მწვანე ფილტვების“  ტყეების, აგრეთვე გარეული ცხოველების მიმართ მზრუნველობა და ა. შ. ხელს უწყობს ადამიანში კეთილშობილური თვისებების ჩამოყალიბებას. გამოცდილია, ბუნების მოყვარული და მისი ქომაგი ადამიანი არ შეიძლება ბოროტი და კაცთმოძულე იყოს.
უსაზღვროა ბუნების ესთეტიკური ღირებულება. იგი ყველა დროის ხელოვანის, მწერლისა და პოეტის უდიდესი შთაგონების წყარო იყო და არის. ბუნების სურათები აცისკროვნებენ ლიტერატურისა და ფერწერის მსოფლიო შედევრებს. თავისი მრავალფეროვნებითა და თვალწარმტაცობით, ბუნება უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს, წარმოქმნის მასში დადებით ემოციებს და შემოქმედებით განწყობას. ,,არაფერი ისე არ მოქმედებს ბავშვის ფსიქოლოგიაზე, როგორც მდინარე, რომელიც მის სიახლოვეს მიედინება. პირველი მეგობარი, პირველი სათამაშო, პირველი ზღაპარი  ყველაფერი ეს ისაა  მდინარე“. ასე ხატოვნად ახასიათებს ბუნების ერთ-ერთი ელემენტის ესთეტიკურ და აღმზრდელობით ღირებულებას ცნობილი მწერალი ვ. სოლოუხინი.
ბუნების სიკეთის ბოროტად გამოყენება, ბუნებრივი სიმდიდრეების (რესურსების) არაგონივრული და არარაციონალური მოხმარება თანაბრად საზიანოა ბუნებისთვის და ადამიანისთვის. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ გონივრული, რაციონალური ბუნებათსარგებლობის პირობებში (როცა ბუნებათსარგებლობა შეხამებულია მის დაცვასთან), კაცობრიობას არ დაემუქრება ბუნებრივი რესურსების გამოლევის საშიშროება (თვალსაწიერ მომავალში) და ცხადია, არც ეკოლოგიური კატასტროფა.
ბუნების დაცვის სოციალური მნიშვნელობა დღითი-დღე მატულობს. თანამედროვე კაცობრიობა ძლიერ შეშფოთებულია ბუნებრივ გარემოში შექმნილი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობით, რაც გამოწვეულია არარაციონალური ბუნებათსარგებლობით და გარემოს ანთროპოგენური გაბინძურებით.

   ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გადაწყდეს მრავალწახნაგოვანი ამოცანა (სოციალური, სამეცნიერო, ეკონომიკური, ტექნიკური, იურიდიული და პედაგოგიური), რაშიც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია (მის ყველა საფეხურზე) ეკოლოგიური განათლების გაძლერებასა და სრულყოფას. ცნება ,,ეკოლოგია“, ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ მხოლოდ ვიწრო სპეციალურ ლიტერატურაში (ბიოლოგიაში) მოიხსენიებოდა. ასევე, ვიწრო ინფორმაციული ჩარჩოები გააჩნდა ცნებას გარემოს დაცვის შესახებ. სადღეისოდ ბუნებრივ გარემოში შექმნილმა მძიმე ეკოლოგიურმა მდგომარეობამ ამ ცნებას შესძინა ღრმა და ფართო შინაარსობრივი დატვირთვა და საინფორმაციო სფეროში იგი გახდა ყველაზე უფრო ჟღერადი სიტყვა.

   თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების დონე, მეორე მხრივ, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ წარმატებით იქნეს გადაჭრილი ყველა ის მწვავე პრობლემა, რომელიც ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობაში თვით ამ პროცესმა წარმოშვა. ამ მიმართებით იმედის მომცემია ბოლო პერიოდში მსოფლიოს ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავება ადამიანის ერთადერთი სასიცოცხლო სივრცის  ბუნებრივი გარემოს და თანამედროვე ცივილიზაციის გადასარჩენად.
   ამგვარად, ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთქმედების ისტორიულ ეპოქაში შეიძლება გამოიყოს 3 ძირითადი ეტაპი: I. საზოგადოება ვითარდებოდა ძალიან ნელა, რის გამოც მისი ზემოქმედება არათუ ცვლიდა ბუნების იერსახეს, არამედ მის მასტიმულირებელ ძალადაც კი გვევლინებოდა. ეს ერთგვარ ურთიერთშეგუების ეტაპად გამოიყოფა და მოიცავს ასეულობით ათას წელიწადს. ამ პერიოდში შეიარაღდა ადამიანი შრომისა და თავდაცვითი იარაღებით, რითაც მან თავი გადაირჩინა ეკოლოგიური კრიზისებისაგან (მიწისძვრები, ვულკანები, კოსმიური კატასტროფები, წყალდიდობები და სხვ.). სწორედ ამ პერიოდის ბოლოს ჩაისახა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა, ამით დასაბამი მიეცა ადამიანურ, ანთროპოგენურ, ეკოლოგიურ კრიზისებს. II. ძირფესვიანად იცვლება ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება. საზოგადოება ვითარდება უფრო სწრაფად, ვიდრე ბუნებრივი პროცესები.
   იწყება ინდუსტრიალიზაციის ეპოქა. ადამიანი უკვე აღარ არის უშუალოდ დაკავშირებული და მიჯაჭვული ბუნებასთან და თითქოს ბუნება ხდება უძრავი, პასიური ობიექტი, ხოლო ადამიანი  აქტიური სუბიექტი. III. ეს უკვე თანამედროვე (ჩვენი ცივილიზაციის) ეპოქაა, როცა სრულიად განსხვავებული ურთიერთობა იქმნება ბუნებასა და ადამიანს შორის (ე. წ. იდეალისტური ანთროპოცენტრიზმი). ადამიანმა დაიპყრო ბუნება და დაიწყო მისი მართვა საკუთარი კანონებით, ბუნებრივი კანონზომიერებების იგნორირებით; დაირღვა შინაგანი ბუნებრივი წონასწორობა, როგორც მის შიგნით, ისე ამ ურთიერთობებს შორის. ყოველივე ამას მოჰყვა საპასუხო რეაქცია ბუნებისაგან (,,საპირისპირო მოქმედების ბუმერანგი“).  თვალნათლივ დაიწყო ეკოლოგიური კრიზისის ეპოქა, დღის წესრიგში დადგა ამ ურთიერთობის ძირეული შეცვლის საკითხი.